logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

3 ივლისი. 2016. 19:32


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.



თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ გულწრფელი და გულითადი მილოცვა ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

 

დამოუკიდებლობის მთელი ამ წლების მანძილზე, პირადად თქვენი ძალისხმევით, ბელარუსის რესპუბლიკამ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა სფეროში.

 

მჯერა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთგაგებისა და მეგობრობის კავშირები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება და საგრძნობ სარგებლობას მოუტანს ჩვენი ქვეყნის ხალხებს.

 

პატივცემულო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ბელარუსის მეგობრულ ხალხს კი შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილი მილოცვის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner