logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელმა გერმანიაში ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელა
- +

13 დეკემბერი. 2020. 16:14

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გერმანიასა და ევროკავშირში ვაქცინისთვის ლიცენზიის მინიჭებიდან „რამდენიმე დღეში“ დაიწყება, რაც შეიძლება დეკემბრის ბოლომდე მოხდეს.

 

„ამისათვის (ვაქცინის უსაფრთხოების შესაფასებლად) ჩვენთან გვაქვს მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA). გვსურს, რომ ეს სამუშაო ფრთხილად, პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ჩატარდეს. მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ცნობით, ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 29 დეკემბრამდე მიიღებენ. ასე რომ, ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვიცადოთ. შესაძლოა, ეს უფრო ადრე მოხდეს, მაგრამ მაქსიმალური თარიღი - 29 დეკემბერია. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ევროპის ყველა ქვეყნისათვის ვაქცინის მიწოდება, ხოლო იანვარში შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის დაწყებაც“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner