logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: ჩემს იმ უთქმელობაში ჩემი ადამიანი მოკვდა
- +

13 დეკემბერი. 2020. 18:23

 

 

ჩემი ადამიანი მოკვდა.

ძალიან არ ცხოვრობდა, მაგრამ რატომღაც ძალიან მოკვდა.

მე სიტყვები ოხრად მქონდა დაგროვილი, მაგრამ მარტივი წინადადებებიც ვერ ავაწყვე....

რთულ თანწყობილსა და ქვეწყობილს ვინ ჩიოდა, ღმერთმანი?!

ჰოდა, ჩემს იმ უთქმელობაში ჩემი ადამიანი მოკვდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემზე დაწერა, სულერთია - რა...

დაწერა და ქვეყანა ააყეფა.

დაწერა და დაპატარავდა.

დაწერა და ის დიდი, ფართო მხრები მოეწურა.

დაწერა და მოკვდა.

ვკითხულობდი და ვიზრდებოდი.

ვიზრდებოდი და მიხაროდა.

მიხაროდა, რომ მაშინ წინადადებები ვერ ავაწყვე.

არა, არ გარდაცვლილა, გარდაცვლილებს ვგრძნობ, სიზმარში მაინც მოდიან ხოლმე ჩემთან...

ეს მკვდარი სული კი არასოდეს მზმანებია.

ჩემი ადამიანი მოკვდა იმ უთქმელობაში და იმავე უთქმელობაში დავიბადე მე...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner