-
+
13 დეკემბერი. 2020. 18:29
ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, მომიტინგეებმა „ზვარტნოცის“ აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას სთხოვეს, აქციის ჩასატარებლად მათთვის რამდენიმე წუთი დაეთმოთ, რის შემდეგაც მათ გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს. მომიტინგეების განცხადებით, საპროტესტო აქციები ფაშინიანისა და მთელი მისი გუნდის გადადგომამდე გაგრძელდება.
სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 10 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა.