logo_geo
eng_logo
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობის შესახებ დოკუმენტები გამოითხოვა
- +

13 დეკემბერი. 2020. 18:48

 

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის - ჰანტერის საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია 20-ზე მეტი ორგანიზაციისგან გამოითხოვა. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიებს შორის უკრაინული „Burisma“-ც არის. ამასთან, გამომძიებლებმა გამოითხოვეს ინფორმაცია ბაიდენის ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობების შესახებ. სამინისტრო არკვევს, დაარღვია თუ არა უმცროსმა ბაიდენმა უცხო ქვეყნებთან საქმიანი ურთიერთობების შესახებ კანონმდებლობა.

 

მანამდე ჰანტერ ბაიდენმა დაადასტურა, რომ დელავერის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ საგადასახადო თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

 

მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, 1 წლით ადრე, ვიდრე ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. საარჩევნო კამპანიის დროს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ჰანტერ ბაიდენის საეჭვო საქმიანობის შესახებ ჩინეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner