ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ასაკოვანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხანძრის გაჩენის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან ვერ გამოასწრო.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.