„იმედის კვირა“ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს გაესაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას საქართველოს მოსახლეობას მოკითხვა გადასცა.
„ეს არის გამონაკლისი შემთხვევა საქართველოდან, ამიტომ დიდი მადლობა და პირველ რიგში მოკითხვა საქართველოს. ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.