აი, უკვე კარგი 30 წელია, ქართველი ხალხი, რომელსაც ცნობიერება და სამშობლოს სიყვარული არ დაუკარგავს, აზვირთებულ ზღვაზე უკომპასო გემივით, ხან ერთ კლდეს ეჯახება, ხან მეორეს და სასოწარკვეთილი კითხულობს: გვეშველება რამეს?! ამ კითხვითაც ჩემთვის ხშირად მოუმართავთ ნაცნობებს თუ უცნობებს, მეც იმედიანად ვამშვიდებდი მათ: ღვთისმშობელი მარიამის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ღმერთი არ გაგვწირავს, ჭკუას და გონებას თუ მოვუხმობთ და ხელს გავანძრევთ, გვეშველება-მეთქი!
და აი, ახლა დღევანდელი სიბილწის, უზნეობის, ბოროტებისა და თავგზააბნეულობის მაყურებელი დარწმუნებით ვაცხადებ: ჰაი, ჰაი, რომ არაფერი გვეშველება! და იცით, რატომ ქართველი ხალხის არცთუ მცირე ნაწილმა დაკარგა (თუ დააკარგვინეს) აზროვნების უნარი და ჭეშმარიტების რწმენა, სულიერად დაკნინდა და ღირსება ჩაუკლეს და მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს, ცხოვრების წესად აქციეს „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“. მეტიც, სულიერება არად მიიჩნიეს, მუცლის ამოყორვა გაიხადეს მიზნად, ჟინს და ვნებას აყოლილნი, ცხოველური თავისუფლება აირჩიეს და იქმნიან იმას, რასაც ცხოველიც კი არ იკადრებს.
ამიტომაც არ მიკვირს, ეს გზააბნეული ბრბოდ ქცეულნი, ვერ არჩევენ ბნელსა და ნათელს, ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი არსებანი მზეს გაურბიან და ბნელეთს ეტრფიან, ანგელოზს ხელს კრავენ და სატანას ეპოტინებიან, რადგანაც თავად უფალმა დაუჩლუნგა მათ გონება, დაუხშო ყურები და დაუბრმავა თვალები. და რაც მთავარია, რაც უფრორე მეტად დაუნდობელი და ტანჯვა-წამების მომყენებელი სატანა-მმართველია, მით უფრო მეტად ილტვიან მისკენ და ემორჩილებიან მას. და ამით გაყეჩებული სატანა, ეშმაკისეულ ფიქრს დაუფლებული, ერთობ აძლიერებს მათ ჩაგვრას და წამებას, რათა მის ყურმოჭრილ მონებს, ტანჯვის უღელში გაბმულთ, მორჩილთ, ცხვრის ფარასავით რომ მიჰყვება მას სამარემდე, რაიმე ნათელი აზრი არ დაეუფლოს, თავისუფლების და შვების სიო არ შეიგრძნონო.
წარსულის ეს მეტაფორული სურათი, იმიტომ მოვიხმე, რომ იგი გვაგონებს ჩვენს დღევანდელ უკუღმართ ყოფას და ტრაგედიას, ნაციონალური მოძრაობის ბელადმა მიხომ და მისმა თანამებრძოლმა მიხუინებმა რომ დაატეხეს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას. ეს ის ხანა იყო, როცა „ყვარყვარეობა“ ხარობდა საქართველოში, როცა განუკითხაობა ბატონობდა და უზნეობის თარეში სუფევდა. და, სწორედ ამ გლობალიზაციის მშფოთვარე ჟამს, გარეშე ძალების და, საკუთრივ, მსოფლიო თაღლითის სოროსის დაფინანსებით ამ ყვარყვარემ, პირწავარდნილი მორფინისტების შემწეობით, მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და იმის ნაცვლად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით დასჯილიყო „ვარდების რევოლუციის“, იმხანად, რომ „ფერადი რევოლუციის“ სახელით ფრიად გავრცელებული იყო ევროპაში, წინამძღოლად და ბელადად აღიარეს ეს მხდალი „ყვარყვარე“ და მასაც თავისი ფუყეობა და სიმხდალე რომ დაემალა, რკინის კვერთხი აიღო ხელში და ქართველი ხალხის მწყემსვა დაიწყო.
მისი მმართველობის მთავარი მიზანი იყო ქართველი ხალხის მორჯულება, უფრო სწორედ, მონურ მორჩილებაში მოქცევა. და, რაც მთავარია, საქართველოს ისტორიის მდიდარი კულტურის და განათლების, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების და ეროვნების მოსპობა-განადგურება. ეს არ იყო იოლი საქმე: მან მოირგო ე.წ. „დემოკრატის“ სამოსი, რომლითაც ის ქართველ ხალხს და მსოფლიოს ატყუებდა, მაგრამ მალე მოისროლა ის და ტირანი დესპოტის მათრახი და მახვილი აღიღო ხელში და მძვინვარე მხეცად გადაიქცა.
დემოკრატიულ ველში ადამიანის დესპოტად და მხეცად გარდაქმნას ერთობ შთამბეჭდავად გადმოგვცემს დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის შრომაში „სახელმწიფ“, რომელიც ძალზე მაგონებს მხდალი მიშიკოს მხეცად და დესპოტად – მიხოდ გარდაქმნის პროცესს. ამიტომაც თვალსაჩინოებისთვის ზოგიერთ ადგილს გავიხსენებ: „როცა ახალგაზრდა საკმარის განათლებას მოკლებულია და უცბად იგემებს მუქთახორობის თაფლის გემოს, იგი ხვდება საშიში და მძვინვარე მხეცების გარემოში, რომელთაც შეუძლიათ მას ყოველგვარი სიამოვნება მიანიჭონ, ნაირგვარი და ფერად-ფერადი... მაშინ იწყება სწორედ „ოლიგარქის“ „დემოკრატად“ გარდაქცევის პროცესი (559 დე). მითუმეტეს, ეს ჩქარდება, როცა შეამჩნევენ, რომ ყმაწვილის სულის აკროპოლი თავისუფალია, იპყრობენ მას, რადგანაც იქ არ არის არც ცოდნა, არც კეთილი ჩვევანი, არც მართალი სიტყვა (559 ე). აი, ამ დროს, როცა დააცარიელებენ ყმაწვილს სულს, მაშინ მას ავსებენ სითავხედით, თავაშვებულობით და გარყვნილობით, განადიდებენ მათ სხვადასხვა სახელით და, რაც მთავარია თავხედობას უწოდებენ განათლებას, თავაშვებულობას – თავისუფლებას, გარყვნილებას – ამაღლებულ მშვენიერებას, უსირცხვილობას – მამაცობას (560 ე).
აქვე მცირე რემარკა: მიშას რომ საკმარისი განათლება არ ჰქონდა და მუქთახორული ცხოვრება იტაცებდა და სიამოვნებას იყო აყოლილი, ყოველთვის ცხადია. ახლა, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ მისი სულის აკროპოლია მთლიანად დაცლილი იყო ცოდნისგან, კეთილი ჩვევებისა და მართალი სიტყვისგან და მის ნაცვლად გაბატონდა ზემორე ჩამოთვლილი თვისებანი. სავსებით ცხადი გახდება, რომ ოლიგარქული ბუნების მიშა მოჩვენებით დემოკრატად გარდაიქცა. ვგონებთ, ეს მისი გარდაქმნა ეჭვს არ იწვევს.
კვლავ ფილოსოფოსს მოვუსმინო: მისი აზრით, როცა სახელმწიფო წყობა ე.წ. დემოკრატიის ფასადით იმოსება, სინამდვილეში კი დამპალ ნიადაგზეა აღმოცენებული, მაშინ ის გვაგონებს ბებერ პატარძალს, ფერუმარილით რომ ითხუპნება და ცდილობს თავისი დანაოჭებული სახე და მყრალი სული ჭარბი მაკიაჟით და თავისუფლების ვუალით დამალოს, მაგრამ, სინამდვილეში, როგორც კი დემოკრატიის მაუწყებელი ენძელა თავს წამოყოფდა, მაშინვე ძალმომრეობის ტარით ტორავდა მას... ახლა, თუ მთლად არ დავკარგეთ მახსოვრობის უნარი, გავიხსენოთ, როგორ აფრიალებდა მიშიკო დემოკრატიის დროშას, ვარდებით როგორ რთავდა თბილისის ქუჩებს, რათა თავისი ძალმომრეობით განადგურებული უდანაშაულო ადამიანთა სისხლის კვალი დაეფარა და თავისი ბოროტი სულის სიმყრალე ვარდის სურნელით გადაეფარა. ერთხანს ამას ახერხებდა.
მაგრამ, თუ პლატონს დავუჯერებთ, ის, ვინც იგემა „ადამიანის წვრილად დაჭრილი შინაგანობა შეწირულ ცხოველების ხორცთან ერთად“, ის გარდაუვლად იქცევა მგლად. სწორედ ასევე ემართება „ხალხთა წარმომადგენლებსაც, როცა მათ ჰყავთ ზედმეტად მორჩილი ბრბო, განა ისინი უარს იტყვიან თავიანთ თანამემამულეთა სისხლის სმაზე?! – კითხულობს პლატონი და აგრძელებს – პირიქით, ისინი უმართებულო ბრალდებებით მათ სასამართლოს გადასცემენ, სიცოცხლეს ართმევენ და თავიანთი უწმინდური ბაგეებით და ენით მოყვარეთა მკვლელობით პირს იგემრიელებენ“...
ასეთ ვითარებაში აღმოჩენილ არსებას ისღა დარჩენია – ასკვნის ფილოსოფოსი, რომ ან თავის მტრების ხელით უნდა განიგმიროს, ანდა იქცეს ტირანად და ადამიანობიდან მგლად გარდაიქმნას“.
მგლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი კურდღელივით მშიშარა მიშა – რა არის ხალხი არ გამოფხიზლდეს და პასუხი არ მაგებინოს, ტირანად გარდაიქცა და თავისი მიხუინების წაქეზებით და შთაგონებით ყოვლისშემძლეობის და დაუსჯელობის განცდა დაეუფლა და, როგორც მოეპრიანებოდა, ისე სჯიდა უდანაშაულო ადამიანებს, უპრაკუნოდ ხოცავდა და მათი სისხლის დალევის ჟინს იკლავდა. ქვეცნობიერად თუ ცნობიერად იქმოდა იმას, რასაც ნორმალურ ადამიანს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, თავს კალიგულად წარმოიდგენს და თავისი ვერაგობით, სიბილწით, გარყვნილებით და შინაგანი ღვარძლით იმდენად დაემსგავსა ტირანს, რომ გამიჩნდა სურვილი, მათი ფიზიკური თუ სულიერი თვისებები, ხასიათები და ქცევები შედარებით სპექტრში წარმოეჩინა და შედეგმაც არ დააყოვნა. დიაგრამულმა სურათმა ოც გზის ურთიერთიდენტური ნიშანი გვიჩვენა (იხ. ელიზბარ ჯაველიძე, საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში, თბ.: 2012 წ. გვ. 47-66).
ცხადია, ამჯერად არ ვაპირებ, მათი შედარებითი სურათის ვრცლად მოხმობას, მაგრამ რამდენიმე სიტყვით ეს მათი იდენტურობა შეიძლება ასე გადმოიცეს: ა) უზომო თვითდაჯერილობა და იმავდროულად, სიმხდალე და შიში; ბ) შურისა და ღვარძლის სიჭარბე, სახელოვან წინაპართა უდიერად მოხსენიება და მათი ძეგლების მსხვრევა-განადგურება; გ) სისხლის სამართლის და ყოველგვარი კანონების საკუთარ თავზე მორგება და მათი განხორციელება; დ) თავის მეგობართა და თანამებრძოლთა დამდაბლება და სასიკვდილოდ გაწირვა; ე) „დე ვძულდეთ, ოღონდ ეშინოდეთ“, პრინციპი მათი მოღვაწეობისა; ვ. უდანაშაულო ადამიანების წამების გაუგონარი ფორმები და მეთოდები და ამ წამების ხილვით გამოწვეული ნეტარება; ზ) საკუთარი თავის წარმოსაჩენად უაზრო ბრძოლების წამოწყება და მარცხის სხვაზე გადაბრალება და საკუთარი სიმხდალის ათასგვარი ხერხით დამალვა; თ) სახელმწიფო ხაზინის უკანონო ხარჯვა პირადი კეთილდღეობისთვის ქვეყნის ბიუჯეტის გამოფიტვა და გადასახადების მომატება; ი) მომეტებული გარყვნილობა და საკუთარი ვნების სხვადასხვა ფორმით დაოკება; კ) საერთოდ ადამიანის და განსაკუთრებით კი პატიმრების შეურაცხყოფა და მათი ფიზიკური თუ მორალური განადგურება და სხვ...
ამგვარად, ამ მასხარა კალიგულამ და მისმა ერთგულმა და მორჩილმა მიხიუნებმა, ანუ ნაცებმა მოგვცეს „დემოკრატიულობის“ გაუგონარი ნიმუში, რომლის შედეგმაც არ შეიძლება ნორმალური ადამიანის აღშფოთება და გაოცება არ გამოიწვიოს, აი, მგლად ქცეული მიხოს და მის მხარდამხარ მოძუნძულე მგლის ლეკვების, ნაცების ნაღვაწი: ამოშანთეს ეროვნული სული, მოსპეს ათასწლოვანი ეროვნული ტრადიციები, ჩაწიხლეს, ზნეობრივი ქცევები და ამორალურობა გააბატონეს, სამეტყველო ლექსიკური ფონდიდან გააქრეს სიტყვა სამშობლო და პატრიოტიზმი, მათი მოსაზრებით გოიმობა და ჩამორჩენილობა რომ არის. მამული კი, მათი ხედვით, საკუთარი ეზოს შემოღობილი ადგილია მხოლოდ, ხოლო მამულისთვის თავდადებულნი აბუჩად ასაგდები პროვინციალები არიან. დააკნინეს ქართული ენა, ლამის დაუკარგეს სახელმწიფო ენის სტატუსი და ორღობის ენად აქციეს. ბრძოლა გამოუცხადეს ჩვენს რწმენას – მართლმადიდებლობას, რომლის წყალობითაც ქართველმა ერმა ქართველობა შეინარჩუნა. არადა, მიიჩნევენ ქართულ ისტორიას, მის მდიდარ კულტურას. საქართველოს ისტორიის სათავედ მიიჩნიეს თავი, საქართველოს ისტორია ჩვენგან იწყებაო – აცხადებდა გაყეჩეჩებული კალიგულა მიხო, რომელმაც ამის სარწმუნოდ დაანგრია ძეგლები, ჩვენს მდიდარ წარსულს რომ გვახსენებდა, მოსპო ქართული ხელოვნება, მწერლობა და ლიტერატურა, მწერალთა კავშირიდან განდევნა მწერლები და იქაურობა „ცელქი“ ქალების სალაღობოდ აქცია.
მისი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ძირითადი დამფინანსებელი და საქვეყნოდ ცნობილი თაღლითი სოროსის მეშვეობით ქართული განათლება თავდაყირა დააყენეს. დაანგრიეს ქართული მეცნიერება, ცნობილი მეცნიერები ამ მართლაც ნამუსგარეცხილმა ჩარეცხილებად მონათლა და ჯერ კიდევ გადარჩენილი მეცნიერებათა აკადემიის, რომელიც დღესაც წარმოადგენს ქართული მეცნიერული აზროვნებისა და ზნეობის ტაძარს, დახურვა და მოსპობა მოინდომა და ამას მოაღწევდა კიდეც, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქომაგად დაუდგა ქართველ მეცნიერებს და გადაარჩინა ისინი.
ამის თაობაზე ეს ხეპრე და უწიგნური თავის ნაბოდვარ წიგნში ლაყბობს და ამაყობს კიდეც. რეგვენი როგორ არ მინახავს, მაგრამ ამდაგვარი არა! ვერ ხვდება, რომ თავის ჩაქაქულს მიირთმევს და ამით თავი მოაქვს კიდეც... მაგრამ ამით როდი ამოიწურება ამ სომეხი ვირის ტლინკების ყრა. მან შეუტია ქართული ოჯახის სიწმინდეს, ტრადიციული ზნეობის საყრდენს ეძგერა, ეცადა ამ ძლიერი ინსტიტუტის დანგრევას და უზნეო და ამორალური ცხოვრება გაიხადა იდეალად: ამაყობდა, „ქართველი ბოზის სახელით გახრწნილი ბოზანდარას „თავისუფალი“ ქცევით... საყვარლად გაიხადა მისი ვაჟის კლასელი ბიჭი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალად გადაიქცა. მოინდომა პირველი ღამის წესის დამკვიდრება, ჯერ თავად უნდა ეხმარა და მერე თავის ქვეშევრდომთ ცოლად მოყვანას ურჩევდა და, ვინც არ თანხმდებოდა, მკაცრად სჯიდა. საყვარლები მოიმრავლა და მავანს ჩვენი ფულის ნაყიდ ოქროს სამაჯურს ჩუქნიდა და მავანი კი ისევე ჩვენი ფულით უცხოეთიდან ჩამოჰყავდა, რომ მისი გახრწნილი სხეულისთვის მასაჟი გაეკეთებინა და მისი მამრობითი პოტენცია გაეზარდა და როცა ესეც არ შველოდა, ძუძუები კბენაზე გადადიოდა. აქ აღარას ვიტყვი, თუ როგორ დააყაჩაღეს მან და მისმა ერთგულმა ლეკვებმა მეტნაკლებად შეძლებული ქართველი ბიზნესმენების ქონება და როგორ მიისაკუთრეს ის, აი ასეთი იყო ძალზე მოკლედ ჩვენი სომეხი მოშაჯანი, რომელიც სომხობასაც თაკილობდა და, საერთოდ, ეროვნულობაზე საუბარი სირცხვილად და სათაკილოდ მიაჩნდა, რადგანაც თავს მსოფლიო მოქალაქედ და სამყაროსთვის გაზაფხულის დადგომის მაუწყებელ მერცხლად მოიაზრებდა. მისი მერცხალობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მსოფლიოში „კორონა ვირუსის“ გამავრცელებელი ღამურა კი ნამდვილად იყო და არის!
მაგრამ დღევანდელი ჩვენი ყოფის უბედურება ის არ ის, რომ ეს სულ ნამცეცა, მხდალი დესპოტი „დემოკრატიის შუქურად“ გამოაცხადეს, ალბათ, იმიტომაც, რომ გაითვალისწინეს მისი ქართველი ხალხის და ერის სულიერი თუ ფიზიკური განადგურების მცდელობა და ის, რაც სინამდვილეში ბოროტება და დესპოტიზმია, დემოკრატიის ნათელ გამოხატულებად მიიჩნიეს. ალბათ, ამ ყვარყვარეს ღირსებად და წარმატებად მიაჩნიათ ისიც, რომ საქართველო ერთა გადაგვარების საყოველთაო სიაში პირველ ადგილზეა, მთავარი, და არსებითი მაინც ის არის, რომ ამ დემოგრაფიულ კატასტროფასთან ერთად, ქართველ ხალხს დააკარგვინა ეროვნული ცნობიერება და სიამაყე, რაც მომხდურ მტერთან ბრძოლაში შეუვალს და უდრეკს ხდიდა მას. მეტიც, მისი გარჯით ქართველმა კაცმა დაკარგა ღირსების გრძნობა, რაც უპირობოდ უქადის მას ფიზიკურ და სულიერ განადგურებას!
მაგრამ ამით როდი მთავრდება მიხოსა და მიხუინების „დემოკრატიული“ მოღვაწეობა?! ეს მხოლოდ ავანსცენა იყო, მათი „დემოკრატიული“ ბუნების წარმოსაჩენად, ფარდის მიღმა კი დიდი ტრაგედია თამაშდებოდა: უპირველეს ყოვლისა, ამ ეშმაკისეულმა დაამკვიდრა უკანონობა და არც არის გასაკვირი, რადგანაც ამგვარად აღზრდილ ადამიანში ყოველგვარი იძულება იწვევს აღშფოთებას, როგორც დაუშვებელი რამ... ეს კი მთავრდება იმით, რომ ის და მსგავსნი მისი კანონებსაც, დაწერილს თუ დაუწერელს აღარ უწევენ ანგარიშს, რათა არავის არაფერში დაემორჩილონ (პლატონი, 563 ე). ჩვენმა მიხო კანონად მიიჩნია ის, რაც მის ნებას ემორჩილებოდა, და რაც მის ეშმაკისეულ ზრახვებს ესადაგებოდა და ამიტომაც, იგი კალიგულას მსგავსად გაჰყვიროდა: „რა კანონი, რის კანონი, კანონი თავად მე ვარო“! და ამას საქმითაც ამტკიცებდა: მისი ნებითა და სურვილით პირდაპირ ქუჩაში, დღისით-მზისით, ყოველგვარი მსჯავრისა და სასამართლოს განაჩენის გარეშე ხოცავდნენ გულმართალ, უდანაშაულო ახალგაზრდებს. ეს არ იყო ცალკეული შემთხვევა, არამედ ამან სისტემური ხასიათი მიიღო და ამ თავზარდამცემმა თავხედობამ და ბოროტებამ, სწორედაც რომ „კანონის“ აუცილებლობა შეიძინა და ასე და ამგვარად, ორასამდე უდანაშაულო ყმაწვილი თუ ძველგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს: გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი, თეთრაძე, შავაძე და მისით და მისით... ამასაც არ ჯერდებოდა, და, როცა ჭირისუფალი სამართლის პოვნას მოინდომებდა, მას უმალ უსწორდებოდნენ. აბა, გავიხსენოთ ის თავზარდამცემი ფაქტი, როცა მამა ვაზაგაშვილი თავისი შვილის სიკვდილის ძიებას შეუდგა და ვერაფრით ვერ დააშოშმინეს იგი თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ეს უკვე ისეთი ბოროტებაა, რომელიც ადამიანურობის ყოველგვარ საზღვარს სცდება და მხოლოდ სატანისეულ მკვლელობად შეიძლება წარმოიდგინო...
გამკითხავები და მომკითხავი კი არავინ იყო, შეშინებული, მორჩილი საზოგადოება დუმდა. გულმოკლული დედის ქვითინი და მოთქმა არღვევდა მყუდროებას, მაგრამ „დემოკრატ“ ხელისუფალს, თავის ძალოვნებით თავბრუდახვეულს ეს არ ესმოდა!.. ესმოდა კი არა, ეს აღიზიანებდა და უფრორე მეტად უძლიერებდა ადამიანის სისხლის დაღვრის ჟინს და ვითარც სისხლდაწყურებული მხეცი მომდევნო მკვლელობას აღტყინებით ელოდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მკვლელობათა ერთ-ერთი მიზეზი ისედაც დაჩაგრული ხალხის შეშინება იყო. თუნდაც გავიხსენოთ დიდი ქართველი პატრიოტისა და მოღვაწის, ცნობილი მეცნიერის და სიმართლისთვის შეუპოვარი მებრძოლის გურამ შარაძის მკვლელობის სცენა. საჯარო ბიბლიოთეკიდან მომავალ დაღლილ მეცნიერს, მელიქიშვილის ქუჩაზე, მზე რომ არ იყო გადასული, დაქირავებული პროფესიონალი მკვლელი კლავს, საკონტროლო ტყვიასაც ახლის და მშვიდად ტაქსით იქაურობას ეცლება და გურამ შარაძის ცხედარს, სისხლში ამოსვრილს, ორი საათის განმავლობაში, ახლოს არავის არ აკარებენ და არა იმიტომ მკვლელობის კვალი არ წაშლილიყო, არამედ იმიტომ, რომ ქართველებისთვის შეეხსენებინათ: ვინც პატრიოტია და სამშობლოს სიყვარულს ამჟღავნებს, ასეთ დღეში ჩავაგდებთო და მერე, ვისაც კი სიტყვა გვეთქმოდა, გაგვაფრთხილეს, ამ სიკვდილზე საუბარი არ დაიწყოთ, თორემ თქვენც ასეთი სიკვდილი გელითო, მაგრამ ჭეშმარიტი მამულიშვილები ვერც დაადუმეს და ვერც შეაშინეს. ეს დიდი მამულიშვილი კი მამულს ჭეშმარიტად დააკლეს. საგანგაშო ის არის, რომ ნამდვილი მკვლელი დღესაც ლაღობს და მომავალი მკვლელობისთვის ემზადება!..