logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსულ სცენარში ჯდება
- +

14 დეკემბერი. 2020. 01:12

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ISFED-ის პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, ის სცენარი, რომელსაც ოპოზიცია მიჰყვება რუსულ ინტერესებს ემსახურება.

 

„სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ, რომ ოპოზიციის სპექტრის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ რუსულ სცენარში ჯდება და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არეულობა გამოიწვიონ საქართველოში. აქ მოხდა კიდევ მეორე საოცრება, შეიძლება ითქვას, რაც ჩვენი ქართული პოლიტიკის უცნაურობად და პარადოქსად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ კიდევ ახალი ბრალდებები წააყენა და გააკრიტიკა ISFED. მათ კი, იმის ნაცვლად რომ ოპოზიციას უპასუხონ ამ კრიტიკაზე ისევ და ისევ ხელისუფლებისკენ მოტრიალდნენ და კიდევ ერთი უცნაურობა მივიღეთ. ანუ, აღიარეს შეცდომა, რომლის თანახმადაც არჩევნების ლეგიტიმაციას და ხმების რაოდენობას არ თუ საფრთხე ემუქრება, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაზუსტდა და წერტილი დაესვა. და ეს ორგანიზაცია და მათი წარმომადგენლები ახლა ოპოზიციას კი არ პასუხობენ იმ კრიტიკისა და ლაფისთვის, რაც მათ წინააღმდეგ ისროლეს, პირიქით, შეიძლება ითქვას, „ქართულ ოცნებას“ ესხმიან თავს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner