logo_geo
eng_logo
პოლიციამ თეთრიწყაროში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- +

14 დეკემბერი. 2020. 10:15

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ო.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner