logo_geo
eng_logo
აშშ-ში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
- +

14 დეკემბერი. 2020. 11:37

 

 

აშშ-ში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Pfizer“-ისა და მისი გერმანული პარტნიორის, „BioNTech“-ის, მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დღეს იწყება.

 

მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან.

 

ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის, „Operation Warp Speed“-ის ხელმძღვანელის, მონსეფ სლაუის თქმით, მარტის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული. „როიტერი“ წერს, რომ ეს ქვეყანაში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის“ ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ იქნება და ამიტომ, გავრცელების გასაკონტროლებლად, პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ჯერ კიდევ თვეების განმავლობაში იქნება საჭირო.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა. კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner