„ნაციონალებმა 5000 დროშა შეუკვეთეს ქუდზე კაცი გამოიძახეს და 400 მდე ადამიანი ძლივს მოკრიბეს..."- წერს ოქიტაშვილი.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოვიდა. ის თურქეთის მხარემ საზღვარზე ურიგოდ გამოატარა. ვარშალომიძეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სანდრა რულოვსი და ნაციონალური მოძრაობის წევრები დახვდნენ.
"ყველაფერი მოსალოდნელია გუშინაც განვაცხადე, მაგრამ ფაქტი ერთია 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ თითქმის 2 წელი მე ბათუმში ვიყავი და ყოველთვის ეს დაბარებები, რაღაც გარკვეულწილად შოუს ემსახურებოდა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს ჩვენ პასუხი იმიტომ, რომ რასაც გვედავებიან ეს ერთია, მაგრამ რაც გავაკეთეთ ეს ნათლად ჩანს ქალაქ ბათუმში. მიზანი დაბრუნების ერთ-ერთი ის არის ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩავუდგე სათავეში ჩემ გუნდს და ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველა ის დანაპირები და დავასრულოთ ყველა ის დანაპირები, რომელიც ჩვენ გვქონდა. ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი 2016 წლის 9 ოქტომბრიდან ყველა ეს შანსი გამოვიყენოთ და ყველა წარმატებული პროექტი დავძრათ ადგილიდან. მთელი აჭარა უპატრონოა, ყველაფერი შეჩერდა და ყველაფერი როდესაც ჩერდება ეს მართლაც პრობლემაა," - განაცხადა ვარშალომიძემ.