logo_geo
eng_logo
დონარა კინწურაშვილი: არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე, ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ
- +

14 დეკემბერი. 2020. 11:50

 

 

82 წლის ასაკში საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა. ის  21 წლის იყო, როდესაც სატელევიზიო კარიერა დაიწყო.

 

„კვირის პალიტრის” არქივში დონარა კინწურაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ ინახება, სადაც ის დღევანდელი მედიის შესახებ საუბრობს.

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით, რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ“, - ამბობდა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დონარა კინწურაშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner