logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ირბინონ „ნაცსექტანტებმა“ ქუჩა-ქუჩა და იმღერონ: „ვაი, რა დავკარგეეე...“
- +

14 დეკემბერი. 2020. 12:47

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ახლა წამომაგონდა და იქნებ გამოდგეს.

 

ვინც დეპუტატის უფლებამოსილებას მოიხსნის და პარტიულ სიებსაც გააუქმებს, მათი მანდატები გადანაწილდეს იმავე წესით, როგორც ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტების ჯამი ნაწილდება: ამჯერად 6% იყო და გადანაწილდა იმ პარტიებზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

 

ჰოდა, ამ განულებული პარტიების მანდატებიც გადანაწილდეს იმ პარტიებზე, რომლებიც სიებს არ გაანულებენ და უფლებამოსილებას არ მოიხსნიან.

 

მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მოცემულობით 36 დეპუტატი ჰყავს. დაწეროს ყველამ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ეს 36 მანდატი გადანაწილდეს იმ პარტიებზე, რომლებიც შევლენ. გადანაწილდეს პროპორციულად.

 

ოღონდ, ერთი დათქმით: ეს ხმები არ დაემატოს „ქართულ ოცნებას“!

 

ამ შემთხვევაში, 2-3-მანდატიან პარტიებს დეპუტატები დაემატება და თუ 7-მდე შეივსება, ფრაქციასაც შექმნიან.

 

აი, ასე მარტივად შეიძლება ამ ბაკქანალიის შეწყვეტა.

 

ირბინონ მერე „ნაცსექტანტებმა“ ქუჩა-ქუჩა და იმღერონ: „ვაი, რა დავკარგეეე...“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner