კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლას აფასებს და ფეხსაცმელთან დაკავშირებულ ინციდენტსაც ეხმაურება:
„ტუფლი ესროლეს? მერე რა მოხდა?!!!
თვითონ, ხალხს ტყვიებს ესროდნენ და ეს მათთვის ჩვეულებრიბი ამბავი იყო, თუ ვარშალომიძეს დაავიწყდა ის ცხრა წელი, საზოგადოება, მას აუცილებლად შეახსენებს ყველაფერს!!!"- აღნიშნავს ლილუაშვილი.
უცნობმა მოქალაქემ საქართველოში წლების შემდეგ დაბრუნებულ ლევან ვარშალომიძისთვის ფეხსაცმლის სროლა სცადა.
მოქალაქის მცდელობა სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს. პოლიციელებმა მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.