logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
- +

14 დეკემბერი. 2020. 15:07

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

 

„ხალხის მიერ მინიჭებულ სტატუსზე უარის თქმას მხოლოდ ხალხის ნების გამოვლინების საიმედო შედეგების საფუძველზე შევძლებ. ვიდრე ნების ასეთი გამოვლინება არ შედგება, პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას განვაგრძობ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახის წევრებმა სომხეთი დატოვეს.

 

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. შესაბამის შეთანხმებას სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა ხელი.

 

11 ნოემბერს სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner