logo_geo
eng_logo
სომხეთში სამდღიან გლოვას გამოაცხადებენ
- +

14 დეკემბერი. 2020. 15:12

 

 

19 დეკემბერს სომხეთი ყარაბაღში ომის დროს დაღუპულთა გამო სამდღიან გლოვას გამოაცხადებს. ამის შესახებ სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

მან გაიხსენა, რომ 19 დეკემბერს კონფლიქტის ზონაში ბრძოლების დასრულებიდან 40 დღე სრულდება.

 

„შესაძლოა, 19 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ყველა ცხედარი არ იყოს ნაპოვნი, ბევრი ამოუცნობი გვამი იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სახელმწიფო გადაწყვეტილების გადადება აღარ შეიძლება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3 300 კაცს აღემატება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner