logo_geo
eng_logo
მდიდარი ქვეყნები COVID-19-ის ვაქცინის იმაზე მეტ დოზას ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ
- +

14 დეკემბერი. 2020. 15:18

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, მდიდარი ქვეყნები COVID-19-ის უფრო მეტ ვაქცინას ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. ინფორმაცია ამის შესახებ შვედურ გაზეთ „Dagens Nyheter“ გამოქვეყნდა.

 

გამოცემის თანახმად, კანადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-ჯერ მეტი დოზა შეიძინა, ვიდრე ქვეყნის მთლიან მოსახლეობას სჭირდებოდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედების ფონზე 2021 წლისთვის 70 ღარიბ ქვეყანაში 10 ადამიანიდან ვაქცინაცია მხოლოდ ერთს შეეძლება.

 

ასევე ცნობილია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის სამი წლის მარაგი შეიძინა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყნებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენისას ნაციონალიზმის პოლიტიკის დაცვისკენ, თანამშრომლობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner