არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, მდიდარი ქვეყნები COVID-19-ის უფრო მეტ ვაქცინას ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. ინფორმაცია ამის შესახებ შვედურ გაზეთ „Dagens Nyheter“ გამოქვეყნდა.
გამოცემის თანახმად, კანადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-ჯერ მეტი დოზა შეიძინა, ვიდრე ქვეყნის მთლიან მოსახლეობას სჭირდებოდა. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედების ფონზე 2021 წლისთვის 70 ღარიბ ქვეყანაში 10 ადამიანიდან ვაქცინაცია მხოლოდ ერთს შეეძლება.
ასევე ცნობილია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის სამი წლის მარაგი შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყნებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენისას ნაციონალიზმის პოლიტიკის დაცვისკენ, თანამშრომლობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.