logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მლნ ლარია მობილიზებული
- +

14 დეკემბერი. 2020. 15:29

 

„გასულ წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მლნ ლარია მობილიზებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.

 

„100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს 88 ობიექტი გაიყიდა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო თანხა 43 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანობაში კი გასულ წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 124 მლნ ლარია მობილიზებული, რაც პანდემიის პირობებში კარგი შედეგია, - განაცხადა მინისტრმა.

 

თურნავამ ასევე ისაუბრა წიაღისეული რესურსებიდან შემოსულ შემოსავლებზეც.

 

მისივე თქმით, ბიზნესისთვის წიაღისეულით სარგებლობის 100 პარალელური აუქციონი იყო შეთავაზებული. შედეგად, აუქციონზე გაიყიდა წიაღისეულით სარგებლობის 433 ლიცენზია. შეიქმნა 2015 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 21 მლნ ლარამდე ახალი ინვესტიცია გაკეთდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner