ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„მოგეხსენებათ, ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, აჭარის მთავრობაში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად, გატარდა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების მხარდაჭერას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ სასურსათო კალათებით უზრუნველყოფა სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის.
ჩვენ ბათუმში მცხოვრებ 5 200 ბენეფიციარს სასურსათო კალათას გადავცემთ და დახმარებას გავუწევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები:
სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა.
სასურსათო კალათების შეძენისთვის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.
გარდა ამისა, 300-ზე მეტ ოჯახს 630 მ3 საშეშე მერქანი გადაეცემა.