logo_geo
eng_logo
ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება
- +

14 დეკემბერი. 2020. 16:02

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება. მინისტრის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება.

 

„რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად ჩვენს სამინისტროში დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

 

მისივე თქმით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner