logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
- +

14 დეკემბერი. 2020. 17:20

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923  ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

 

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner