logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში!
- +

3 ივლისი. 2016. 23:56



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს, რომელთა შორის ბევრი ქართველია. კერძოდ, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, მამა გაბრიელი, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გამოიყვანა ზღვიდან, თორნიკე ერისთავი და სხვ.

 

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს აღსაყდრებას წმინდათა მამათა ათონის მთაზე გაბრწყინებულთა. ამ მამათა შორის მრავალი ქართველი წმინდანია, ქართველი ბერი. იოანე მთაწმინდელი, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, გაბრიელი, რომელმაც გამოიყვანა ხატი ღვთისმშობლისა ზღვიდან, თორნიკე ერისთავი და მრავალი სხვა.

 

ღმერთს შევთხვოთ ჩვენ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს საქართველო.

 

საქართველო წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლდაწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში. ინებოს უფალმა, რომ მისი წყალობა იყოს საქართველოსა ზედა.

 

ყველას გილოცავთ ამ წმინდანების დღესასწაულს.  დიდება უფალს და მადლობა უფალს მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს ათონის მთაზე. შეგეწიოთ მათი ლოცვა კურთხევა. ჩვენთან არს ღმერთო."- ბრძანა პატრარქმა.



 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner