logo_geo
eng_logo
ლონდონის მერი ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი ზომების დაწესებისკენ მოუწოდებს
- +

14 დეკემბერი. 2020. 18:05

 

 

ლონდონის მერი, სადიკ ხანი, ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო უფრო მკაცრი ზომების დაწესებისკენ, მათ შორის სკოლების დახურვისკენ მოუწოდებს.

 

„ლონდონში და კენტისა და ესექსის საგრაფოებში შემთხვევების მატების გათვალისწინებით, საჭიროა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ვირუსზე კონტროლი დავიბრუნოთ. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი ზომები მიიღონ, რათა შემთხვევების ზრდა თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ლონდონის მერმა.

 

სადიკ ხანმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ სკოლებისა და კოლეჯების დახურვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1 849 403 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 64 170 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner