გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, კლიმატის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ. ამის შესახებ „euronews“ წერს.
ანტონიუ გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ტემპერატურის კატასტროფული მატება ემუქრება.
„ვინმეს მაინც შეუძლია უარყოს, რომ დრამატულად საგანგებო ვითარების წინაშე ვდგავართ?!“ - განაცხადა გუტერეშმა პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერის მეხუთე წლისთავზე.
ანტონიუ გუტერეშმა გააკრიტიკა G20-ის ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი დახარჯეს სექტორებზე, რომელიც უკავშირდება „წიაღისეულის საწვავის წარმოებას და მოხმარებას“, დაბალი ნახშირბადის ენერგიის ნაცვლად.