logo_geo
eng_logo
შოტლანდიის პირველი მინისტრი: შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა
- +

14 დეკემბერი. 2020. 18:32

 

„შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა“, – ასე მიმართა მოსახლეობას შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯეონმა.

 

იმ ფონზე, რომ ბრიტანეთში შობის დღესასწაულისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, შოტლანდიის პირველი მინისტრი აცხადებს, რომ დღესასწაულის დროს ადამიანების სახლებში მონახულება, ერთად სადილობა, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღება, მაღალი რისკის შემცველია.

 

„იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა სტარჯეონმა.

 

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner