logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს ქვეყანა ვეღარ იტევს ამდენ ტკივილს, ტანჯვას, წართმეულ სიცოცხლეს...
- +

4 ივლისი. 2016. 00:06


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე სულხან მოლაშვილს ასე ემშვიდობება:



ეს ქვეყანა ვეღარ იტევს ამდენ ტკივილს, ტანჯვას, ადამიანურ ტრაგედიებს, დანგრეულ ცხოვრებას, განადგურებულ ოჯახებს, წართმეულ სიცოცხლეს...

 

სულხან მოლაშვილის წასვლამ, ამ სამძიმარმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება, მას ყველა პატივს მიაგებს, გააცილებს უკანასკნელ გზაზე, ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს და აი, თქვენ, რა გეშველებათ, თქვენ?!

 

ცოცხალიც და მკვდარიც აღარაფერს რომ ნიშნავთ ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის?! არც იფიქროთ, ოდესმე დაბრუნდეთ და დააბრუნოთ ჯოჯოხეთი, რამაც მოლაშვილი, ვაზაგაშვილები, თეთრაძე, ხარძიანი, რობაქიძე, გირგვლიანი და კიდევ ბევრი, ბევრი ჩვენი თანამემამულე შეიწირა! დამთავრდით! გვამებს ვეღარავინ შეუკვეთავს ამ ქვეყანაში!"- აღნიშნავს კობახიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner