logo_geo
eng_logo
ბათუმში აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

14 დეკემბერი. 2020. 18:47

 

ბათუმში აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

 

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი კომენდანტის საათის დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაჯარიმებული.

 

„ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები, აქციაზე მყოფი მოჭიდავეები და ოპოზიციის სხვა მხარდამჭერები, გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner