logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ნაცებო! თქვენს ფეხქვეშ მიწა უნდა გიზგიზებდეს! ეს დასაწყისია!
- +

4 ივლისი. 2016. 00:18


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ლევან ვარშალომიძისთვის ფესაცმლის სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:



„მოარტყა ნეტა? ცალად ესროლა თუ წყვილად? რა ზომა ფეხსაცმელი იყო? მიაყენა ტკივილი ჩვენ რომ გაგვიხარდება ისეთი? უარესიც ეკუთვნის.

 

ნაცებო, თქვენს ფეხქვეშ მიწა უნდა გიზგიზებდეს! ეს დასაწყისია  ჯერ სად ხართ. ილოცეთ მარტო ფეხსაცმელი, რომ გესროლონ თქვე ჯალათებო."



უცნობმა მოქალაქემ საქართველოში წლების შემდეგ დაბრუნებულ ლევან ვარშალომიძისთვის ფეხსაცმლის სროლა სცადა.


მოქალაქის მცდელობა სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს. პოლიციელებმა მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.


შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვარშალომიძე თანაპარტიელებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს ესაუბრებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner