logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნიკა გვარამიას თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე
- +

14 დეკემბერი. 2020. 22:03

 

 

„ნიკა გვარამიაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსები და თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, ასევე მისი ისტერიკა, ალბათ, სხვა სიტყვა არ შეეფერება, სამწუხაროდ, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახეა“, - ამის შესახებ შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს ძალიან მძიმე სანახაობაა პიროვნულად და ადამიანურად, რადგან მას მთლიანად ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდნენ მიზნად ის და თანამებრძოლები. ეს გეგმა ჩაფუშულია, ჩაფლავებულია, როგორც მათ უყვართ თქმა და შესაბამისად, რეაქციაც არის განწირული ადამიანის გამარგინალებული. ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ამ სიტყვებით და ასეთ თავდასხმას ახორციელებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner