logo_geo
eng_logo
ჯანმო: ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე
- +

14 დეკემბერი. 2020. 22:11

 

„ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

 

„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

 

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner