logo_geo
eng_logo
ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა
- +

15 დეკემბერი. 2020. 02:59

 

 

ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.

3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

 

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ამერიკაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.

 

„ამერიკის სულისთვის ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა ეს ფურცელი გადავშალოთ და გაერთიანება დავიწყოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner