logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ
- +

15 დეკემბერი. 2020. 11:19

 

 

„დღევანდელი განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

როგორც კუჭავამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ ვერ ეგუება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებსა და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ სწრაფვის გარდა, სხვა გზა არ აქვს.

 

„მათ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა. მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავის ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად, ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან ძლიერ ანტიდასავლურ ძალას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. დანარჩენ დეტალებზე, ალბათ, თვითონ ისაუბრებს“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კითხვაზე „რა პერსპექტივა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გრიგოლ ვაშაძეს“, კუჭავამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს:

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად. არჩევნების შემდეგ კი კიდევ უფრო, როდესაც მათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით ხაზი გადაუსვეს ყველანაირ მომავალს, რომელიც მათ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ. რაც შეეხება ვაშაძეს, არ ვიცი. ალბათ გამოვა და თავის გეგმებზე თვითონ ისაუბრებს. მე არ ვიცი, სად რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ გრიგოლ ვაშაძემ ფეისბუქ-პოსტში განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიაში ყველა თანამდებობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner