logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

15 დეკემბერი. 2020. 12:08

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ „უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთი და აშშ შეძლებენ ხელი შეუწყონ უამრავი გამოწვევისა და პრობლემის გადაჭრას“.

 

ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.

 

3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner