რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ „უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთი და აშშ შეძლებენ ხელი შეუწყონ უამრავი გამოწვევისა და პრობლემის გადაჭრას“.
ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.
3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.