logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: იაგო ხვიჩია და ანი დოლიძე იმ ნიკა გვარამიას იცავდნენ ეთერში, ვისი ბილწსიტყვაობის გამო ეწოდა „მთავარს“ „გლავკანალიზაცია“...
- +

15 დეკემბერი. 2020. 12:58

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„არ დაგიმალავთ და ვინმე ეკა მიშველაძის გადაცემებს საერთოდ არ ვუყურებ, თუნდაც იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ჩემი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელად მიმაჩნია (ზუსტად ეგრე ვფიქრობ კიდევ რამდენიმე გადაცემაზეც, რომლებმაც ჩემდა საბედნიეროდ სამიოდ ტელეარხზე მოიყარეს თავი), მაგრამ ახლა, როდესაც აივანზე გავდიოდი, შემთხვევით მოვკარი თვალი ე.წ. ოპოზიციონერების აღშფოთებას თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტარზე.

 

იაგო ხვიჩია, საბავშვო პორნოინდუსტრიის მუხლჩაუხრელი მხარდამჭერი და ანი დოლიძე, პრეზიდენტის აპარატის ყოფილი თანამშრომელი - გაწიწმატებულნი (ეს განსაკუთრებით ანი დოლიძეს გამოუვიდა კარგად) ამუნათებდნენ თეა წულუკიანს და „ოცნებას“ ნიკა გვარამიაზე მუქარის და მის მიმართ არაკორექტული გამოთქმების გამო.

 

უკაცრავად, მაგრამ ხომ არ გაჟრიალებთ?    

 

იცავდნენ ნიკა გვარამიას თეა წულუკიანისგან, რომელმაც თქვა - სხვებსაც ჰყავთ შვილებიო, სრული უსინდისობაა.

 

კარგი, იაგო ხვიჩიას მწირი გონებრივი მონაცემები აქვს, მაგრამ ქალბატონი ანი, როგორც „უფლებადამცველი“, სავარაუდოდ უნდა მიმხვდარიყო, რომელ შვილებზე იყო საუბარი.

 

თან იცავდე ნიკა გვარამიას, რომელმაც მათ ღვინოში და ბორჯომში ჩაუჯვა (აჰ, უკაცრავად, ისინი ხომ მხოლოდ ორმაგ „ბურბონს“ სვამენ). სწორედ მისი ბილწსიტყვაობისა და პირტრაწა მონოლოგების გამო ეწოდა „მთავარს“ „გლავკანალიზაცია“ და რომელმაც მთელი თავისი ბინძური სულის ღვარძლი ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის ელჩებზე გადმოანთხია და რომელმა ნიკა გვარამიამაც ამ რამდენიმე დღის წინ ეს ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიცია“ სულ ბუწუწებით ათრია.

 

ჰო, დანარჩენი „მოაზროვნე ოპოზიციონერები“ მაგიდის გარშემო ისხდნენ და თავიანთ რიგს მორჩილებით ელოდნენ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner