„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხარდამჭერ პოსტს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.
„დღეს პირველად მოვუსმინე გვარამიას „მთავარ აქცენტებს“, უბრალოდ მითხრეს „კულისები“ წამოაყრანტალაო და მხოლოდ ამიტომ... უნდა ვთქვა, რომ
კელი დეგნანი აშშ-ის საუკეთესო ელჩი ყოფილა!!!
P.S. ჰო მართლა, გაბუნიას აშშ-ის ვიზა არ მისცაო და გრანტებზეც უარი გვითხრაო...
აი, ამ დონის ხალხია ესენი და სულ ეს არის ამათი პროდასავლელობა, პირადი კუჭის მოთხოვნილებაზე დასული პროდასავლური ორიენტაცია ...“ - წერს ჯონდი ბაღათურია.