logo_geo
eng_logo
აშშ-მ თურქეთს „S-400“ ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა
- +

15 დეკემბერი. 2020. 13:36

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს „S-400“ ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა.

 

სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების ორგანო და მისი რამდენიმე თანამშრომელი მოხვდა.

 

„ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის თავდაცვის და სადაზვერვო სექტორებთან მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თურქეთმა შტატების გადაწყვეტილება დაგმო და საშინელ შეცდომად შეაფასა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner