ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს „S-400“ ტიპის რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო სანქციები დაუწესა.
სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების ორგანო და მისი რამდენიმე თანამშრომელი მოხვდა.
„ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის თავდაცვის და სადაზვერვო სექტორებთან მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთმა შტატების გადაწყვეტილება დაგმო და საშინელ შეცდომად შეაფასა.