logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჩეკისტმა ვაშაძემ დატოვა „ნაცმოძრაობა“, მან მოსკოვიდან მიიღო ბრძანება, მოშორებოდა გემს, რომელიც იძირება
- +

15 დეკემბერი. 2020. 14:03

 

 

„როცა შენ ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობს ამაში. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს?”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ხაინდრავას თქმით, ოპოზიციის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაშმაგებული შეტევა საქართველოსთვის ძალიან საზიანოა.

 

აშშ-ის წინაშე დიდი ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ევროკავშირის წინაშე. იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სამსახურში დგას, 15 წელია, ვამბობ. დღეს აღარავისთვის იწვევს ეჭევს, თუ ვის წარმოადგენენ ეს ბნელები, რას ემსახურება ეს გაშმაგებული შეტევა დასავლურ ღირებულებეზე, ევროკავშირზე, აშშ-ზე, გერმანიაზე და ა.შ. ეს ხომ ელემენტარულია, ორჯერ ორია, რომ ელჩი არ წარმოადგენს პიროვნულად საკუთარ თავს, ის წარმოადგენს ქვეყანას. როცა შენ ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობს ამაში. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს? ან იმ ბნელების თავყრილობას, შალიკოს ფანჩატურში რომ იყრიან თავს? ეს ყოვლად დაუშვებელია, საზიანოა ამ ქვეყნისთვის, ეს სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს, რადგან იმ ქვეყნებმა თუ ზურგი გაქციეს, მერე ერთი ერთზე რჩები ამ გავეშებულ დათვთან, რომლის წარმომადგენლებიც არიან. ამის მშვენიერი მაგალითი იყო, როცა დღეს დილას ჩეკისტმა ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ მოსკოვიდან მიიღო ბრძანება, მოშორებოდა გემს, რომელიც იძირება. გემი რომ იძირება, ამას ყველა ხედავს. მათ ამოწურეს თავიანთი ფუნქცია. პატრონებსაც აღარ სჭიდებათ არც იქ და არც სხვაგან. ვაშაძე ჯერ გვერდზე გასწიეს, ახლა მთლიანად ამოიღეს. როდის დასჭირდებათ რუსეთის სპეცსამსახურებს თავისი ერთგული მსახური , ამას დავინახავთ. ვაშაძე არსად გაქრება. მოვა მომენტი და დაბრუნდება, გამოჩნდება, სადაც საჭირო იქნება ძალებისთვის, რომელიც მას მართავენ ისევე როგორც სააკაშვილი, ბეჟუაშვილი, ვარშალომიძე. ისინი საბჭოთა სამჭედლოში არიან გაზრდილები. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. სამწუხაროდ, ამას არ ისმენს ქართული საზოგადოების ნაწილი. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ ბნელებს 500 ათასი ადამიანი უჭერს მხარს. ეს სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ცნობისთვის, დღეს გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner