logo_geo
eng_logo
რომის პაპი: საქართველოში ჩასვლა, მისი უძველესი ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად გადავწყვიტე...
- +

4 ივლისი. 2016. 02:51


რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს საქართველოს შესახებ ისაუბრა. პაპის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანში მისი ვიზიტი ხაზს გაუსვამს რეგიონის უძველეს ქრისტიანულ ფესვებს და ხელს შეუწყობს მშბიდობასა და იმედს."


სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ჩასვლა მათი უძველესი ქრისტიანული ფესვების დასაფასებლად, იმედისა და მშვიდობის ხელშესაწყობად გადავწყვიტე" - განაცხადა ფრანცისკე პირველმა.


79 წლის პაპმა სომხეთში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო პირველი ერი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. პონტიფიკოსმა მადლობა გადაუხადა სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქს გარეგინ მეორეს , მისი, როგორც პილიგრიმის მიღებისთვის.


ფრანცისკე პირველის თქმით, მისი მეორე ვიზიტი კავკასიაში „ხელს შეუწყობს რეგიონის ძველი ქრისტიანული ფესვების აღიარებას." პონტიფიკოსის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის დიალოგის სულისკვეთებით არიან მიმართული სხვა რელიგიებისა და კულტურებისადმი.


"ისტორია გვასწავლის, რომ მშვიდობის გზა მოითხოვს დიდ გამძლეობასა და თანმდიმდევრულ ნაბიჯებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, ყველა მათგანი თავის წვლილს შეიტანს მშვიდობასა და შერიგებაში" - განაცხადა რომის პაპმა.


რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner