logo_geo
eng_logo
ავღანეთში ქაბულის ვიცე-გუბერნატორი ააფეთქეს
- +

15 დეკემბერი. 2020. 14:26

 

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის გუბერნატორის მოადგილის მაჰბუბულა მოსების მანქანას მიამაგრეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მაღალჩინოსანი დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა მაჰბუბულა მოსები და დაშავდა მისი დაცვის ორი წვერი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს,

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

გასულ კვირაში ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში ავღანეთის პროკურორი მოკლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner