logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერია ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პარტიები
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:11

 

 

„სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები“,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას.

 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ოდიოზური ფიგურები უნდა ჩამოშორდნენ. საბოლოო ჯამში კი, ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბდება.

 

„ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა. ამაში ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც რეალურად შლიან ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება ლაპარაკი მერაბიშვილზე და სხვებზე, ისინი შლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

 

ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურმა ლიდერებმა სააკაშვილმა-გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ძალიან კარგია, ეს ჯანსაღი პროცესია. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ამაში ისინი რომ გვეხმარებიან, ეს ძალიან კარგია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner