შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება:
"თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი.
ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.