logo_geo
eng_logo
კომპანია GfK-ს სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საქართველოში საველე სამუშაოები BCG-მ ჩაატარა
- +

4 ივლისი. 2016. 02:55


კომპანია GfK-ს სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საქართველოში საველე სამუშაობი ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრმა, BCG-მ ჩაატარა.


ამის შესახებ 2030.news-ს კომპანია GfK-ს გერმანიაში მდებარე სათაო ოფისიდან წერილობით, შესაბამისი კითხვის პასუხად აცნობეს.


კვლევის დროს ინტერვიუს ჩასატარებლად GfK-  გმოიყენა 52 ადგილობრივი ინტერვიუერის გუნდი. თითოეული ინტერვიურის გამოცდილება კვლევით სამუშაოებში ერთ წელს აღემატებოდა. საველე სამუშაოებს მართავდა ადგილობრივი ქართული სააგენტო BCG (http://bcg.ge/index.php),  საქართველოში GfK- მიერ შერჩეული მომწოდებელი, რომელიც სრულად მომზადებულია GfK- კვლევების შესასრულებად. თითოეული ინტერვიუერის სამუშაო შემოწმდა უკუკავშირითა და სუპერვაიზორების ვიზიტებით. ინტერვიურები, რომლებაც ჩაატარეს გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევისთვის, არ არიან BCG- თანამშრომლები - ისინი არიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები, რომლებიც მუშაობენ GfK-სა და სხვა კლიენტების კვლევით პროექტებზე და არიან განსაკუთრების მომზადებულები ჩვენი გამოკითხვისთვის. ეს არის მსოფლიოში მიღებული სტანდარტული პრაქტიკა კვლევითი ფირმებისა და მათი საველე ინტერვიურებისთვის",- ნათქვამია კომპანია GfK-ს წერილში, რომელსაც  ხელს აწერს შტეფან გერჰარდტი, GfK-ს საზოგადოებასთან კორპორაციული ურთიერთობის გლობალური მენეჯერი.


ამასთან, 2030.news-ი დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ლევან თარხნიშვილს, რომელმაც  დაადასტურა, რომ  BCG მისი მეუღლის კომპანიაა.


GfK-ს მიერ ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგები ტელეკომაპანია „რუსთავი 2"-მა 28 ივნისს გამოაქვეყნა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner