კომპანია GfK-ს სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საქართველოში საველე სამუშაობი ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრმა, BCG-მ ჩაატარა.
ამის შესახებ 2030.news-ს კომპანია GfK-ს გერმანიაში მდებარე სათაო ოფისიდან წერილობით, შესაბამისი კითხვის პასუხად აცნობეს.
„კვლევის დროს ინტერვიუს ჩასატარებლად GfK-მ გმოიყენა 52 ადგილობრივი ინტერვიუერის გუნდი. თითოეული ინტერვიურის გამოცდილება კვლევით სამუშაოებში ერთ წელს აღემატებოდა. საველე სამუშაოებს მართავდა ადგილობრივი ქართული სააგენტო BCG (http://bcg.ge/index.php), საქართველოში GfK-ს მიერ შერჩეული მომწოდებელი, რომელიც სრულად მომზადებულია GfK-ს კვლევების შესასრულებად. თითოეული ინტერვიუერის სამუშაო შემოწმდა უკუკავშირითა და სუპერვაიზორების ვიზიტებით. ინტერვიურები, რომლებაც ჩაატარეს გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევისთვის, არ არიან BCG-ს თანამშრომლები - ისინი არიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები, რომლებიც მუშაობენ GfK-სა და სხვა კლიენტების კვლევით პროექტებზე და არიან განსაკუთრების მომზადებულები ჩვენი გამოკითხვისთვის. ეს არის მსოფლიოში მიღებული სტანდარტული პრაქტიკა კვლევითი ფირმებისა და მათი საველე ინტერვიურებისთვის",- ნათქვამია კომპანია GfK-ს წერილში, რომელსაც ხელს აწერს შტეფან გერჰარდტი, GfK-ს საზოგადოებასთან კორპორაციული ურთიერთობის გლობალური მენეჯერი.
ამასთან, 2030.news-ი დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ლევან თარხნიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ BCG მისი მეუღლის კომპანიაა.
GfK-ს მიერ ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგები ტელეკომაპანია „რუსთავი 2"-მა 28 ივნისს გამოაქვეყნა.