logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ვეცდებით, გავაგრძელოთ მხარეების დახმარება, ჯერ ადრეა იმის თქმა, როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა, შანსი ნამდვილად არის
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:30

 

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი.

 

ჰარცელის თქმით, კვლავ მზად არიან, იმუშაონ პარტიებს შორის საერთო პოზიციის მოსაძებნად.

 

„ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას.

 

ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა, შანსი ნამდვილად არის“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner