logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თეა წულუკიანის მიმართ არაერთი მძიმე შემოტევა ვნახეთ და მოვისმინეთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:39

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მას თეა წულუკიანის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა, ბევრი ფაქტი არსებობს, როდესაც თავად თეა წულუკიანს და მის ოჯახს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ.

 

კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.

 

„რაც შეეხება მიყურადებას, ეს ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა. არ ვიცი, ეს რაღაც ახალი სპორტია. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები შეურაცხვყოთ. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიდრე მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენო. მინდა, ყველას მოვუწოდო, მეტი სიყვარული, მეგობრებო!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner