logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პრობლემების პირისპირ მარტო არ დატოვებს
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:48

 

 

„ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კულტურის სფერო, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო.

 

მე ადამიანებს არ დავტოვებ ამ პრობლემების პირისპირ. მათ მაქსიმალურად ექნება ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა. როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს.

 

ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა. გარდა ამისა, 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner